გახდი Tipchaser-ის მომხმარებელი და მიიღე რჩევები საუკეთესო მოთამაშეებისგან.
ითამაშე და გაუზიარე ხალხს შენი რეკომენდაციები ვირტუალური ფსონებით.
Watch a tour
| 15:30 | Finland - Veikkausliiga | FF Jaro | Hit! | Lahti |
| 15:30 | Finland - Veikkausliiga | HJK Helsinki | Hit! | Honka |
| 15:30 | Finland - Veikkausliiga | Mariehamn | Hit! | Inter Turku |
| 15:30 | Finland - Veikkausliiga | MyPa | Hit! | Vaasa PS |
| 15:30 | Finland - Veikkausliiga | Turku PS | Hit! | JJK |
| 17:00 | Sweden - Allsvenskan | Sundsvall | Hit! | Elfsborg |
| 17:05 | Sweden - Allsvenskan | GAIS | Hit! | Goteborg |
| 22:10 | Argentina - Apertura | Arsenal De Sarandi | Hit! | Lanus |
| 20-May-2012 | Argentina - Apertura | Racing Club | 0 - 2 | Boca Juniors |
| 20-May-2012 | Argentina - Apertura | Atletico Rafaela | 0 - 0 | Colon de Santa Fe |
| 20-May-2012 | Argentina - Apertura | Velez Sarsfield | 0 - 1 | Belgrano |
| 20-May-2012 | USA - MLS | Colorado | 2 - 2 | Kansas City |
| 19-May-2012 | USA - MLS | New England | 2 - 2 | Houston |
| 19-May-2012 | Brazil - Serie A | Sport Recife | 1 - 1 | Flamengo |
| 19-May-2012 | USA - MLS | Vancouver | 2 - 2 | Seattle Sounders |
| 19-May-2012 | UEFA Champions League | Bayern Munich | 1 - 1 | Chelsea |
| 19-May-2012 | Japan - J-League | Sanfrecce Hiroshima | 3 - 2 | Vissel Kobe |
| 18-May-2012 | Argentina - Apertura | Godoy Cruz | 1 - 1 | Argentinos Juniors |
Georgia - Umaglesi Liga
Monday, 21 May, 2012 | 13:00
“გაგრამ’’ უკვე “გაინაღდა’’ პირველ ლიგაში თამაში, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ჩემპიონატის დებულების შეცვლა ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი. ამიტომ, აფხაზური კლუბის მომავალთან დაკავშირებით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ისე კი, კლუბის გაახალგაზრდავების შემდეგ, უმაღლესი ლიგიდან გავარდნა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. თავისი დღევანდელი მეტოქის მსგავსად, უმოტივაციოდაა “ჩიხურა’’, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელმა უკვე გაინაღდა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეს, მწვრთნელები არაერთ ახალ სახეს მისცემენ თავის გამოჩენის შესაძლებლობას - დასაკარგი არც ერთ გუნდს არაფერი არ აქვს...
Georgia - Umaglesi Liga
Monday, 21 May, 2012 | 13:00
ფლეი-აუტის ბოლო ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება “ბენდელაზე’’ გაიმართება, სადაც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისათვის მებრძოლი ორი კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბი საკუთარ თავზეა დამოკიდებული - დღეს გამარჯვებული, სხვა შეხვედრებში დაფიქსირებული შედეგების მიუხედავად,უმაღლესი ლიგის საგზურს მიიღებს. რაც შეეხება მოვლენების განვითარების სხვა ვარიანტებს: ფრის შემთხვევაში, შესაძლოა, ორივე უმაღლესის მიღმა დარჩეს (თუკი “ვიტ-ჯორჯია’’ და “სიონი’’ თავიანთ შეხვედრებს მოიგებენ). აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფრე “დინამოს’’ უფრო აძლევს ხელს,ვინაიდან “სპარტაკს’’ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგებით აჯობებს, თუმცა მისი ბედი პარალელურ შეხვედრებში გადაწყდება, რაც ბათუმელთა ინტერესებში არ შედის...
Georgia - Umaglesi Liga
Monday, 21 May, 2012 | 13:00
ფლეი-აუტის ბოლო ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება “მცხეთა პარკზე’’ გაიმართება, სადაც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისათვის მებრძოლი ორი კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს. მეტოქესთან შედარებით, რთულ ვითარებაშია “ვიტ-ჯორჯია’’. “ვეტერინარებს’’ მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს. ნებისმიერი სხვა შედეგი გუნდს პირველ ლიგაში დააქვეითებს. წაგების უფლება არც “გურიას’’ აქვს, თუმცა არსეობობს შანსი, გურულებმა დამარცხების შემთხვევაშიც მოიპოვონ უმაღლესი ლიგის საგზური.ამისათვის,საჭიროა, “სპარტაკმა’’ და ბათუმის “დინამომ’’ ფრედ ითამაშონ, ან “სიონმა’’ ვერ მოიგოს, რაც ნაკლებ სავარაუდოა...
Georgia - Umaglesi Liga
Monday, 21 May, 2012 | 13:00
ფლეი-აუტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ერთდროულად 6 გუნდი იბრძვის, რომლებსაც მიზნის მისაღწევად მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსი აქვთ. კონკურენტებთან შედარებით, “სიონი’’ უკეთეს ვითარებაშია. ბოლნისელები მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი - დღეს გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილს აუცილებლად შეინარჩუნებს.თავისი დღევანდელი მეტოქისაგან განსხვავებით, “მერცხალს’’ არანაირი მოტივაცია არ გააჩნია. რაც არ უნდა მოხდეს,ოზირგეთელები მაინც ბოლო ადგილზე დარჩებიან და შესაბამისად, გაისად, პირველ ლიგაში იასპარეზებენ...
USA - MLS
Sunday, 20 May, 2012 | 23:00
გასული სეზონი ორივე გუნდმა მე–6 ადგილზე დაასრულა . წელს კი გუნდების სატურნირო მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია . მასპინლძლები ცხრა ქულით დასავლეთ კონფერენციაში ცხრილის ფსკერზე არიან და თუ რამე გაუთვალისწინებელია არ მოხდა ლიდერთა ჯგუფში მოხვედრას ვერ შეძლებენ . ამასთანავე გასათვალისწინებელია , რომ ბოლო პერიოდში პორტლენდელებს გოლის გატანის პრობლემა გააჩნიათ , რასაც ბოლო ხუთი ტურის შედეგებიც მეტყველებს ( 3:1 ; 1:0 ; 2:0 ; 0:0 ; 0;0 ) . ამ მხრივ განსაკუთრებული შედეგიანობით არც ჩიკაგოელები გამოირჩევიან , მაგრამ სატურნირო მდგომარეობის მხრივ მათ ყველაფერი რიგზე აქვთ . ს.კ. „ფაიერი“ 15 ქულით მე–4 ადგილზეა . მათი გასული ერთი თვის მონაგარიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს..
Argentina - Apertura
Sunday, 20 May, 2012 | 22:15
უმნიშვნელოვანესი და ძალიან საინტერესო დაპირისპირება. სტუმრებს კოპა ლიბერტადორესის განმეორებითი შეხვედრა ელით და აქედან გამომდინარე ხულიო სესარ ფალსიონის ალბათ მთელი რიგი მოთამაშეების დასვენება მოუწევს, რითაცარაა გამორიცხული „რასინგმა“ ისარგებლოს. ქულები ორივე კლუბს სჭირდება. მასპინძლები ცხრილის ქვედა ნაწილში არიან. მათ მხოლოდ 15 ქულა აქვთ და მე-16 ადგილზე არიან. რაც შეეხება „ბოკას“ ლიდრეებს „ტიგრეს“ და „ოლდ ბოისს“ იგი მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ბუენოს-აირესელებს 26 ქულა აქვთ და ისინი მეოთხეადგილზე არიან.ორივე გუნდში მატებაა. მასპინძელთა რიგებში ივან პილუდი, ლუკას კასტრო და ლუის ფარინა ბრუნდებიან. სტუმართა შორის მინდორზე იქნება ხუან ინსაურალდე, არაა გამორიცხული ლეანდრო სომოსას გამოჩენაც, რომელმაც ტრავმა მოიშუშა დაშესაძლოა რამდენიმე წუთი ითამაშოს კიდეც...
Brazil - Serie A
Sunday, 20 May, 2012 | 21:30
დღევანდელ თამაშზე ვასკო დ აგამა დიდად ორიენტირებული არ არის. მასპინძლები ლიბერტადორისის თასზე ასპარეზობენ სადაც პლეო ოფის პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე კორინთიანსთან ფრედ ითამაშეს და ახლა მათი მთავარი ამოცანა გასვლაზე დადებითი შედეგის დაფიქსირებაა. ვასკოელები დღეს მინიმალური ძალისხმევით ეცდებიან მათთვის სასურველი შედეგის დადებას. გრემიო კი ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის პარალელურად ბრაზილიის თასის მეოთხედფინალსი გავიდა, სადაც პირველი შეხვედრა სტუმრებმა გასვლაზე ბაიასთან ანგარიშით 2-1 მოიგეს. ვინაიდან გარკვეული ფორა თასზე სტუმრებმა აიღეს, დღეს ალბათ გუნდი ვასკო და გამასთან შეხვედრაში , მიუხედავად არსებული საკადრო პრობლემებისა, მოსაგებადაც იბრძოლებენ ...
Brazil - Serie A
Sunday, 20 May, 2012 | 21:30
სხვადასხვა გათამაშებაში მასპინძლებმა ზედიზედ ბოლო ოთხი თამაში წააგეს და შესაბამისად ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას არც თუ კარგ განწყობაზე ხვდებიან. კრუზეიროს როგორც ჩანს გარკვეული პრობლემები აქვს როგორც შეტევის ასევე დაცვის ხაზში. მასპინძლებს საკუთარ კარში ოთხ შეხვედრაში რვა გოლი აქვთ მიღებული. დღევანდელ შეხვედრაში ალბათ კარგად გამოჩნდება თუ როგორ მოემზადა კრუზეირო კონკრეტულად სერია ა-ს გათამაშებითვის. ისევე როგორც კრუზეიროს საკადრო პრობლემები არ აწუხებს ატლეტიკო გოიას. სტუმრები ბრაზილიის თასის გათამაშებას გამოეთიშნენ ასე რომ გუნდი მთლიანად ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატზეა ორიენტირებული და შესაბამისად შეეცდება გათამაშება დადებითი შედეგის დაფიქსირებით დაიწყოს...
Brazil - Serie A
Sunday, 20 May, 2012 | 21:30
ორივე გუნდი დღევანდელ მატჩში სავარაუდოდ სარეზორვო შემადგენლობას გამოიყვანს, რადგან ბაია ბრაზილიის თასის მოსაპოვებლად იბრძვის, ხოლო სანტოსი კი ცდილობს ლიბერტადორესის თასი ზედიზედ მეორედ მოიგოს. ბაიმ პირველი შეხვედრა თასზე საკუთარ მოედანზე წააგო გრემიოსთან ანგარიშით 1-2 და წინ უმძიმესი გასვლითი შეხვედრა ელის. მასპინძლებს დღეისთვის სერიოზულ საკადრო პრობლემები არ აწუხებთ. გაცილებით მნიშვნელოვან ტურნირში იბრძვის სანტოსი.ლიბერტადორესის თასის პლეი ოფში სტუმრებმა ველესთან მინიმალური ანგარითით 0-1 წააგეს გასვლაზე და ახლა საკუთარ კედლებში ან სხვაობის აღმოფხვრა მოუწევს. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ , რომ სანტოსი დღეს ძალებს მაქსიმალურად დაზოგავს. Iსევე როგორც ლიბერტადორესზე, დღესაც მოედანზე ბევრი რამ გუნდის ლიდერ ნეიმარზე იქნება დამოკიდებული. ახალგაზრდა ბრაზილიელი შესანიშნავ სათამაშო ფორმაში იმყოფება...
Argentina - Apertura
Sunday, 20 May, 2012 | 20:15
მასპინძებს 16 ქულით გათამაშების ცხრილის მე-15 ადგილი უკავიათ. რაც შეეხება „კოლონს“ მას „უნიონის“ მსგავსად 21 ქულა აქვს, ოღონდ სანტა-ფელებზეერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული. „კოლონი“ მერვე ადგილზეა.სტუმართა რიგებში მატებაა. მათ დისკვალიფიკაცია მოხდილი ივან მორენო-ფაბიანესი დაუბრუნდათ...